Saturday, June 9, 2018

შემაჯამებელი რეფლექსია

საწრეო მუშაობა "გაწაფული, გამართული კითხვა"  ჩავატარეთ 2017-2018 სასწავლოწელს.  ეს აქტივობა უცხო იყო მოსწავლეებისათვის, ისინი ინტერესით შეხვდნენ ამ იდეას და აქტიურად ერთვებოდნენ პროცესში. შედეგად შესამჩნევად გააუმჯობესეს გაწაფული, გამართული კითხვა. გახდნენ უფრო გახსნილები, კომუნიკაბელურები. ისწავლეს წყვილში და ჯგუფში მუშაობა და რაც მთავარია, გამოთქვეს სურვილი და მომაწოდეს იდეები შემდგომში სამუშაოდ.
პროცესი სხვადასხვა ტიპის აქტივობებით იყო დატვირთული, მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ აქტივობები "მკითხველთა თეატრი", "სუპერსიჩქარე", "უცნაური ხმებით წაკითხვა", "კითხვა ბუქსირით" და "კითხვის მატარებელი".
დაგეგმილი გვქონდა აქტივობები: "დეკლამაცია- სასცენო კითხვა" და "მოსწავლის წაკითხული აუდიო-ჩანაწერი", სამწუხაროდ ამ აქტივობების გატარება ვერ მოვახერხეთ და შემდეგისათვის დავგეგმეთ.
საერთო ჯამში შეიძლება ითქვაას, რომ გაწეული სამუშაო ნაყოფიერი იყო როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე ჩემი საქმიანობისათვის, რადგან ამან გაამრავალფეროვნა სასწავლო პროცესი და ჩემი მოსწავლეებთან ურთიერთობა.



საწრეო მუშაობა; დღე- 32

06.06.2018
თემა: ხმამაღლა წაკითხვა შეცდომებით
ეს მეთოდი არის ეფექტური გზა კითხვის უნარის დასახვეწად, იგი ავითარებს სიტყვებისა და ფრაზების უშეცომოდ კითხვის უნარს, ტყრადღების კონცენტრირებისა და მოსმენის უნარებს.
წავუკითხე მოსწავლეებს კარგად დამუშავებული ტექსტი "შემთხვევა", კითხვის პროცესსი მოულოდნელად ჩავანაცვლე მსგავსი მნიშვნელობის სხვა სიტყვით. მოსწავლეები ცდილობენ გაარკვიონ, რომელი სიტყვა ჩავანაცვლე, მოზებნონ ტექსტში და შემოხაზონ. ბოლის გამოვავლინე გამარჯვებული მოსწვლეები, რაც ზრდის მოსწავლეთა ინტერესსა და მოტივაციას. 

საწრეო მუშაობა; დღე-31

30.05.2018
თემა: განმეორებითი კითხვა
ეს მეთოდი გულისხმობს ერთი და იმავე ტექსტის რამდენჯერმე წაკითხვას. სასურველია ტექსტის წაკითხვას შორის იყოს ერთდღიანი შუალედი და შესაძლებელია ტექსტის წალითხვა მოხდეს მიყოლებით, პაუზების გარეშე.
შსევარჩიე ტექსტი "უცნაური ბაყაყები" და ვთხოვე მოსწავლეს, რომ წაელითხა მითითებული მონაკვეთი შეუჩერებლად მისთვის სასურველი ბუნებრივი სიჩქარით. ტექსტის საკუთარ ვარიანტში მოვინიშნე მოსწავლის მიერ დასვებული შეცდომები და წამზომის გამოყენებით დავინისნე დრო, რომელიც მოსწავლემ ტექსტის კითხვას მოანდომა. მიღებული შედეგების გათვალისწინებით გამოვიანგარიშე წუთში სწორად წაკითხული სიტყვების რაოდენობა სპეციალური ფორმულის გამოყენებით. ეს მეთოდი ხელს უწყობს კითხვის სიჩქარის ზრდას, სიტყვებისა და ფრაზების უშეცდომოდ კითხვის უნარს, ყურადღების კონცენტრირების და სათანადო ინტონაციით კითხვის უნარებს.

საწრეო მუშაობა; დღე- 30

23.05.2018
თემა: "რადიოკითხვა"
"რადიოკითხვა" არის "მკითხველთა თეატრის" გართულებული სახეცვლილება, როდესაც მოსწავლე კითხულობს მთლიან ტექსტს კლასის წინაშე, ასეთ დროს მთელ ტექსტს ერთი მკითხველი კითხულობს და მთელ როლს ერთი მკითხველი ირგებს.
შევარჩიე ტექსტი "მუქთი ლუკმა" და ყველა მოსწავლეს ცალკ-ცალკე  წავაკითხე კლასის წინაშე.







Sunday, May 20, 2018

საწრეო მუშაობა, დღე- 28, 29

 დღე- 24, 25
02.05.18/ 16.05.18
თემა: ფრაზებად კითხვა
ამ მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეები ტექსტს ფრაზებად ანუ ულუფებად კითხულობენ. ეს აქტივობა ეფექტური საშუალებაა გაწაფული კითხვის უნარების განსავითარებლად.
შევარჩიე მცირე ზომის ტექსტები: "ფენეკი" და "ჯუჯა ბანანი". ტექსტების წინადადებები გადავწერე ცალკეულ ბარათებზე, ვაჩვენე მოსწავლეებს და თავდაპირველად წავუკითხე პირველ ორ ბარათზე მოცემული ტექსტები, გავაკეთე პაუზები სასვენ ნიშნებთან. ამგვარი მოდელირება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ, თუ როგორ კითხულობენ კარგი მკითხველები და თვითონაც ისე მოიქცნენ. ასეთი აქტივობა სასურველია ხშირად გაკეთდეს. ასე გრძელდება მანამ, სანამ მოსწავლეები გაწაფულად არ წაიკითხავენ.







საწრეო მუშაობა, დღე- 26, 27

 დღე- 24, 25
18.04.18/ 25.04.18
თემა: უცნაური ხმებით წაკითხვა
ეს აქტივობა გულისხმობს ნაცნობი ტექსტის არაერთხელ წაკითხვას სხვადასხვა ხმით. მისი ხშირად გამოყენება ზრდის კითხვის მოტივაციას და აუმჯობესებს კითხვის ტექნიკას. მოსწავლეებს უვითარდებათ ყურადღების კონცენტრირების, მოსმენის, მეტყველების და გაწაფული კითხვის უნარებს.
მოვამზადე ემოციის ბარათები, რომლებზედაც სხვადასხვა ემოციის გამომსახვალი სიტყვა დავაწერე (მაგ.: მომღერალი, მტირალი, მყვირალი და ა.შ), ეს ბარათები მოვათავსე პატარა ყუთში, (თითო მოსწავლეზე თითო ბარათი). მოსწავლეებს დადვურიგე წინასწარ შერჩეული ტექსტი -"ფარშევანგი". მათ მორიგეობით ამოიღეს ემოციის ბარათები და შესაბამისი ემოციით წაიკითხეს ტექსტის კონკრეტული მონაკვეთი.









საწრეო მუშაობა, დღე- 24, 25

დღე 24, 25
04.04.18/ 11.04.18
თემა: "სუპერსიჩქარე"
აღნიშნული მეთოდი უვითარებს მოსწავლეებს სიტყვების მყისიერად და ავტომატურად ცნობის უნარს, ამახსოვრდებათ ბევრი მეტყველებაში ხშირად გამოყენებული სიტყვის გრაფიკული ხატი და უვითარდებათ სწრაფად კითხვის უნარი.
მოსწავლეებს დავურიგე "სუპერსიჩქარის" სიტყვების სია (მეორეკლასელთათვის საკმარისი რაოდენობაა 150 სიტყვიანი სია, რომელიც აღებულია ცნობადი სიტყვების ნუსხიდან).
დავაწყვილე ერთმანეთთან დაბალი და მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეები,  მივეცი დრო რამდენიმე წუთი, რათა გადაეხედად სიტყვებისთვის და ვთხოვე მიმდევრობით წაეკითხათ მოცემული სიიდან სიტყვები რაც შეიძლება სწრაფად, გაელვებასავით, ანუ "სუპერსწრაფად". დავინიშნე ერთი წუთი და დროის ამოწურვისთანავე შევაჩერე წყვილი და მოვანიშნინე  ბოლოს წაკითხული სიტყვა, შედეგის გაუმჯობესებისათვის მივეცი მათ შანსი კიდევ ერთხელ წაეკითხათ, მაგრამ კითხვას იწყებდა მეორე მოსწავლე, ასე რომ ორივე მოსწავლეს მოუწია ყველა სიტყვის წაკითხვა.





საწრეო მუშაობა, დღე 21, 22, 23

 დღე 21, 22, 23
07.03.18/ 21.03.18/ 28.03.18
სამუშაო თემა: "კითხვა ბუქსირით"
ეს მეთოდი ავითარებს უშეცდომოდ კითხვის, აქტიური მოსმენის, ყურადღების კონცენტრირების უნარს.
მოვამზადე ტექსტები: "ჭიანჭველა და ფუკარი" და "როგორ გაჩნდნენ დინოზვრები".
ტექსტები თვალსაჩინოდ განვათავსე დიდ ფორმატზე და წავუკითხე მოსწავლეებს, ისინიც ექოდ კითხულობდნენ, მოულოდნელად შევცვალე კითხვის ტემპი, ხმის ტემბრი და ტონი და მოსწავლეებიც ცდილობდნენ მსგავსად წაეკითხათ ტექსტები. ამის შემდეგ როლები შევცვალეთ და მასწავლებლის, ანუ წამყვანი მკითხველის როლი შეასრულა სხვადასხვა წყვილმა, რასც მოსწავლეები ხალისით შეხვდნენ.







Saturday, March 3, 2018

საწრეო მუშაობა- დღე 18,19, 20

 თემა: კითხვა აუდიო ჩანაწერის დახმარებით
14.02.2018/ 21.02.18/ 28.02.18
ვიმუშავეთ ტექსტზე  "დათო და დათვი", რომელიც ცხოველისა და ადამიანის ურთიერთობაზეა. ტექსტი დაყოფილი იყო კვირის დღეების მიხედვით და მოსწავლეებმა წაიკითხეს ინდივიდუალურად ყოველი მონაკვეთი აუდიო ჩანაწერის თანხლებით.
ამავე პრინციპით დავამუშავეთ ტექსტი "მზესუმზირა" (ავტ.: ვასო გულეური)
ეს აქტივობა ერთ-ერთი მეთოდია გაწაფული კითხვის უნარ-ჩვევის განსავითარებლად, მოსწავლეები მაქსიმალურად არიან მობილიზებულები, ყურადღებით უსმენენ ჩანაწერს და ცდილობენ უსეცდომოდ, სწორი ინტონაციით წაიკითხონ.








Saturday, February 3, 2018

საწრეო მუშაობა- დღე 14, 15, 16,17

17.01.2018/ 24.01.18/ 31.01.18/ 07.02.2018
 სამუშაო თემაა: მკითხველთა თეატრი. 
მკითხველთა თეატრი არის მეთოდი, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა მიერ წინასწარ შერჩეული თექსტის როლებში წაკითხვას. მოვამზადე ტექსტები: "ახალი წელი ღრუტუნეთში" და "ასე მოუხდებათ". განვსაზღვრე საჭირო რაოდენობის როლები, გადავაკეთე ტექსტი და მოსწავლეებს დავურიგე როლებად დანაწევრებული ტექსტის თითოეული მონაკვეთი. მოსწავლეები გაეცვნენ ინდივიდუალურად საკუთარ მონაკვეთებს და ეცადნენ წაეკითხად ინტონაციითა დ აჟესტების გამოყენებით. როლების მიხედვით შეძლეს რეკვიზიტების დამზადებაც. 
აღნიშნული მეთოდი ძალიან ეფექტური და თანაც ბუნებრივი გზაა გაწაფული კითხვის უნარის დასახვეწად და ავითარებს გამართული კითხვის, ყურადღების კონცენტრირების, მოსმენის, თანამშრომლობითი, ინტერპერსონალური და თვითშეფასების უნარებს.აქტივობის შემდეგ მივმართე  შემაჯამებელ დისკუსიას კითხვების დასმით:
  • რას გრძნობდნენ წარმოდგენის მსვლელობისას?
  • მოეწონათ თუ არა და რა მოეწონათ ყველაზე მეტად?
  • რისი გაუმჯობესება შეიძლება შემდეგი წარმოდგენისათვის?
მოსწავლეებმა გააკეთეს თვითშეფასება ინდივიდუალური ჩანაწერებით/კითხვებით:
  • როგორ შეაფასებდი საკუთარ როლს??

  • ვისი წაკითხული მოგეწონა ყველაზე მეტად და რატომ?
  • შენ რას გააუმჯობესებდი?
  • რა უნდა გავაუმჯობესოთ კლასში?