17.01.2018/ 24.01.18/ 31.01.18/ 07.02.2018
სამუშაო თემაა: მკითხველთა თეატრი.
მკითხველთა თეატრი არის მეთოდი, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა მიერ წინასწარ შერჩეული თექსტის როლებში წაკითხვას. მოვამზადე ტექსტები: "ახალი წელი ღრუტუნეთში" და "ასე მოუხდებათ". განვსაზღვრე საჭირო რაოდენობის როლები, გადავაკეთე ტექსტი და მოსწავლეებს დავურიგე როლებად დანაწევრებული ტექსტის თითოეული მონაკვეთი. მოსწავლეები გაეცვნენ ინდივიდუალურად საკუთარ მონაკვეთებს და ეცადნენ წაეკითხად ინტონაციითა დ აჟესტების გამოყენებით. როლების მიხედვით შეძლეს რეკვიზიტების დამზადებაც.
აღნიშნული მეთოდი ძალიან ეფექტური და თანაც ბუნებრივი გზაა გაწაფული კითხვის უნარის დასახვეწად და ავითარებს გამართული კითხვის, ყურადღების კონცენტრირების, მოსმენის, თანამშრომლობითი, ინტერპერსონალური და თვითშეფასების უნარებს.აქტივობის შემდეგ მივმართე შემაჯამებელ დისკუსიას კითხვების დასმით:
- რას გრძნობდნენ წარმოდგენის მსვლელობისას?
- მოეწონათ თუ არა და რა მოეწონათ ყველაზე მეტად?
- რისი გაუმჯობესება შეიძლება შემდეგი წარმოდგენისათვის?
- როგორ შეაფასებდი საკუთარ როლს??
- ვისი წაკითხული მოგეწონა ყველაზე მეტად და რატომ?
- შენ რას გააუმჯობესებდი?
- რა უნდა გავაუმჯობესოთ კლასში?
No comments:
Post a Comment