Sunday, May 20, 2018

საწრეო მუშაობა, დღე- 28, 29

 დღე- 24, 25
02.05.18/ 16.05.18
თემა: ფრაზებად კითხვა
ამ მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეები ტექსტს ფრაზებად ანუ ულუფებად კითხულობენ. ეს აქტივობა ეფექტური საშუალებაა გაწაფული კითხვის უნარების განსავითარებლად.
შევარჩიე მცირე ზომის ტექსტები: "ფენეკი" და "ჯუჯა ბანანი". ტექსტების წინადადებები გადავწერე ცალკეულ ბარათებზე, ვაჩვენე მოსწავლეებს და თავდაპირველად წავუკითხე პირველ ორ ბარათზე მოცემული ტექსტები, გავაკეთე პაუზები სასვენ ნიშნებთან. ამგვარი მოდელირება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ, თუ როგორ კითხულობენ კარგი მკითხველები და თვითონაც ისე მოიქცნენ. ასეთი აქტივობა სასურველია ხშირად გაკეთდეს. ასე გრძელდება მანამ, სანამ მოსწავლეები გაწაფულად არ წაიკითხავენ.







საწრეო მუშაობა, დღე- 26, 27

 დღე- 24, 25
18.04.18/ 25.04.18
თემა: უცნაური ხმებით წაკითხვა
ეს აქტივობა გულისხმობს ნაცნობი ტექსტის არაერთხელ წაკითხვას სხვადასხვა ხმით. მისი ხშირად გამოყენება ზრდის კითხვის მოტივაციას და აუმჯობესებს კითხვის ტექნიკას. მოსწავლეებს უვითარდებათ ყურადღების კონცენტრირების, მოსმენის, მეტყველების და გაწაფული კითხვის უნარებს.
მოვამზადე ემოციის ბარათები, რომლებზედაც სხვადასხვა ემოციის გამომსახვალი სიტყვა დავაწერე (მაგ.: მომღერალი, მტირალი, მყვირალი და ა.შ), ეს ბარათები მოვათავსე პატარა ყუთში, (თითო მოსწავლეზე თითო ბარათი). მოსწავლეებს დადვურიგე წინასწარ შერჩეული ტექსტი -"ფარშევანგი". მათ მორიგეობით ამოიღეს ემოციის ბარათები და შესაბამისი ემოციით წაიკითხეს ტექსტის კონკრეტული მონაკვეთი.









საწრეო მუშაობა, დღე- 24, 25

დღე 24, 25
04.04.18/ 11.04.18
თემა: "სუპერსიჩქარე"
აღნიშნული მეთოდი უვითარებს მოსწავლეებს სიტყვების მყისიერად და ავტომატურად ცნობის უნარს, ამახსოვრდებათ ბევრი მეტყველებაში ხშირად გამოყენებული სიტყვის გრაფიკული ხატი და უვითარდებათ სწრაფად კითხვის უნარი.
მოსწავლეებს დავურიგე "სუპერსიჩქარის" სიტყვების სია (მეორეკლასელთათვის საკმარისი რაოდენობაა 150 სიტყვიანი სია, რომელიც აღებულია ცნობადი სიტყვების ნუსხიდან).
დავაწყვილე ერთმანეთთან დაბალი და მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეები,  მივეცი დრო რამდენიმე წუთი, რათა გადაეხედად სიტყვებისთვის და ვთხოვე მიმდევრობით წაეკითხათ მოცემული სიიდან სიტყვები რაც შეიძლება სწრაფად, გაელვებასავით, ანუ "სუპერსწრაფად". დავინიშნე ერთი წუთი და დროის ამოწურვისთანავე შევაჩერე წყვილი და მოვანიშნინე  ბოლოს წაკითხული სიტყვა, შედეგის გაუმჯობესებისათვის მივეცი მათ შანსი კიდევ ერთხელ წაეკითხათ, მაგრამ კითხვას იწყებდა მეორე მოსწავლე, ასე რომ ორივე მოსწავლეს მოუწია ყველა სიტყვის წაკითხვა.





საწრეო მუშაობა, დღე 21, 22, 23

 დღე 21, 22, 23
07.03.18/ 21.03.18/ 28.03.18
სამუშაო თემა: "კითხვა ბუქსირით"
ეს მეთოდი ავითარებს უშეცდომოდ კითხვის, აქტიური მოსმენის, ყურადღების კონცენტრირების უნარს.
მოვამზადე ტექსტები: "ჭიანჭველა და ფუკარი" და "როგორ გაჩნდნენ დინოზვრები".
ტექსტები თვალსაჩინოდ განვათავსე დიდ ფორმატზე და წავუკითხე მოსწავლეებს, ისინიც ექოდ კითხულობდნენ, მოულოდნელად შევცვალე კითხვის ტემპი, ხმის ტემბრი და ტონი და მოსწავლეებიც ცდილობდნენ მსგავსად წაეკითხათ ტექსტები. ამის შემდეგ როლები შევცვალეთ და მასწავლებლის, ანუ წამყვანი მკითხველის როლი შეასრულა სხვადასხვა წყვილმა, რასც მოსწავლეები ხალისით შეხვდნენ.