Saturday, December 30, 2017

საწრეო მუშაობა- დღე 13 (შეჯამება)

27.12.2017
დღევანდელი დღე დავუთმეთ შემაჯამებელ აქტივობას, კერძოდ: გავიმეორეთ განვლილ შეხვედრებზე განხორციელებული აქტივობები, შევამოწმეთ, რამდენად ხარისხიანი და ნაყოფიერი იყო  ჩვენი მუშაობა. წავიკითხეთ ტექსტები სხვადასხვა პრინციპით. მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ დავალებებს და ამ შეხვედრამ ნათლად დაგვანახა როგორც დიდი პროგრესი, ასევე მცირე ხარვეზები, რომელთა გამოსწორება მომდევნო სემესტრის შეხვედრებისათვის დაიგეგმა. 

საწრეო მუშაობა- დღე 12

20.12.2017
დღევანდელი დღის თემა იყო აქტივობა "კითხვის მატარებელი", რისთვისაც გამოვიყენეთ ტექსტი "ცისარტყელა. აქტივობის პრინციპია: მოსწავლეები მატარებლი ვაგონებივიტ არიან ჩაბმულები, ყველას აქვს ტექსტი, იწყებს წინამძღოლი და მასწავლებლის ნიშანზე წყვეტს კითხვას და აგრძელებს მომდევნო "ვაგონი", პირველი კი ბოლო ადგილზე გადაინაცვლებს, ასე გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე მოსწავლე შეცდომას არ დაუშვებს, ან რომელიმე ვეღარ გააგრძელებს, ეს უკანასკნელნი თამაშს ტოვებენ და პროცესი თავიდან იწყება. ეს აქტივობა აუმჯობესებს მოსწავლეებში კონცენტრირების უნარს, გაწაფული კითხვის ტექნიკას და აძლევს მათ მოტივაციას უშეცდომოდ და მკაფიოდ წაიკითხონ.



Saturday, December 16, 2017

საწრეო მუშაობა- დღე 11

13.12.2017
დღევანდელი დღე დავუთმეთ მეგობრულ კითხვას. ამ დღისათვის მოწვეული გვყავდა მშობელი, რომელმაც გულდასმით მოუსმინა ჩვენს მოსწავლეებს, თუ როგორ ფლობდნენ ისინი ხმამაღლა კითხვის ტექნიკას და მშობელმა შეაფასა პროცესი და გააკეთა უკუკავშირი.







საწრეო მუშაობა- დღე 9,10

29.11.17/ 06.12.17
თემა: ექოდ კითხვა
არჩეულლი ტექსტის მონაკვეთი წავუკითხე მოსწავლეებს ხმამაღლა, მათი დავალება იყო გუნდად, ექოდ, ხმამაღლა ქოროში წაეკითხათ იგივე მონაკვეთი.

საწრეო მუშაობა- დღე 6,7,8

08.11.2017/ 15.11.17/22.11.17
ეს შეხვედრები დავუთმეთ ერთობლივ კითხვას, მასალა სირთულით გამოირჩეოდა. ვიმუშავეთ ტექსტზე "ჩურჩხელა", "ჭკვიანი ბოცო". პრინციპი ასეთია: მასწავლებელი კითხულობს მოსწავლეებთან ერთად.

საწრეო მუშაობა- დღე 5

01.11.2017
ვიმუშავეთ ტექსტზე "ჩანთა". დღესაც წყვილში კითხვის განსხვავებულ პრინციპზე  ვიმუშავეთ: წყვილი კითხულობს ერთსადა იმავეს ერთდროულად, ხმამაღლა, ზომიერი ტემპით. წაკითხვის შემდეგ მათ მივეცი საშუალება ესაუბრათ იმის შესახებ, თუ როგორ წაიკითხეს და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.


საწრეო მუშაობა- დღე 4

25.10.2017
დგევანდელი დღეც წყვილში კითხვას დავუთმეთ, მაგრამ სხვა პრინციპით: წყვილები იქმნება ისე, რომ ერთი შედარებით კარგი მკითხველია, მეორე ნაკლები. და თანაბრად გაწაფული მოსწავლეები ქმნიან წყვილებს. ვიმუშავეთ თექსტზე: "ჭაღარა წვიმა", გავანაწილე ტექსტის მონაკვეთები, ირველი აბზაცი წაიკითხეს პირველმა ნომრებმა, მეორე- მეორეებმა და ა.შ. შემდეგ  შეიცვალა ნომრები, ბოლოს მოსწავლეებმა შეაფასეს როგორც საკუთარი, ისე მეწყვილის მიერ წაკითხული.

საწრეო მუშაობა- დღე 3

18.10.2017
დღევანდელი დღის თემა იყო: წყვილებში კითხვა. ვიმუშავეთ ტექსტზე "ვის რა აცვია?".
ავირჩიეთ წყვილები, რომლებმაც წაიკითხეს ტექსტი შემდეგი პრინციპით: ერთი მოსწავლე კითხულობს ტექსტის ერთ ნაწილს, მეორე უსმენს მას და აფასებს მის წაკითხულს, მომდევნო მონაკვეთზე ცვლიან როლებს. მოსწავლეები განსაკუთრებულად ყურადღებას აქცვენ სასვენ ნიშნებს.

საწრეო მუშაობა- დღე 2

11.10. 2017
გავიხსენეთ წინა შეხვედრის დეტალები, ვიმუშავეთ ტექსტის ("ჭიანჭველა და ფუტკარი") მეორე ნაწილზე. ყველა მოსწავლემ სათითაოდ წაიკითხა ტექსტის გარკვეული მონაკვეთი და ყველა შეეცადა ხმამაღლა, უშეცდომოდ წაეკითხა ტექსტი. შეხვედრის ბოლოს შევაჯამეთ შეხვედრა კითხვა-პასუხით.

საწრეო მუშაობა- დღე 1

04.10.2017
შეხვედრის პირველი დღე მოსწავლეებისათვის უჩვეულო გარემო შეიქმნა, მათ  დეტალურად გავაცანი ჩვენი პროექტის მიზანი და მნიშვნელობა, რასაც დიდი ინტერესით შეხვდნენ. დავიწყეთ ხმამაღლა საჩვენებელი კითხვით. თავდაპირველად მოსწავლეებს ხმამაღლა წავუკითხე საგანგებოდ შერჩეული ტექსტის  ("ჭიანჭველა და ფუთტკარი") პირველი ნაწილი. მათ მოისმინეს და შეცადნენ თავად წაეკითხათ ტექსტი.



საწრეო მუშაობა (მუშაობის პროცესი)









საწრეო მუშობა (წლიური გეგმა)

საწრეო მუშაობის თემა: გამართული, გაწაფული კითხვა
საწრეო მუშაობის მოკლე დახასიათება: საწრეო მუშაობის დანიშნულებაა უშეცდომოდ, სწორად, მყისიერად კითხვა ასაკისათვის სესაფერისი ტემპით, კითხვა გამომეტყველებით და სასვენი ნიშნების გათვალისწინებით.
საწრეო მუშაობის პროგრამა:

  •  ხმამაღლა საჩვენებელი კითხვა;
  • წყვილებში კითხვა; 
  • ექოდ კითხვა;
  • ერთობლივი კითხვა;
  • მეგობრული კითხვა;
  • განმეორებითი კითხვა;
  • აუდიო წიგნები;
  • კითხვა აუდიო ჩანაწერის დახმარებით;
  • დამოუკიდებელი, ჩუმი კითხვა;
  • რადოი კითხვა;
  • "კითხვის მატარებელი";
  • ფრაზებად კითხვა; 
  • კითხვა ბუქსირით; 
  • მკითხველთა თეატრი;
  • ხმამაღლა წაკითხვა შეცდომებით;
  • უცნაური ხმებით წაკითხვა;
  •  სუპერ სიჩქარე; 
  • დეკლამაცია-სასცენო კითხვა;
  • მოსწავლის წაკითხულის აუდიო-ჩანაწერი; 


საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი:
თითო შეხვედრა გაგრძელდება 60 წთ. შეხვედრები ჩატარდება ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს.