პროექტის სახელწოდება: წყალი და მისი მნიშვნელობა.
პროექტის მთავარი იდეა(თემა): ”წყალი’’. რა ვიცით წყლის შესახებ? რა მნიშვნელობა აქვს წყალს ადამიანისათვის?
პროექტის აქტუალობა: მოსწავლე აჯგუფებს ცოცხალ და არაცოცხალ ობიექტებს, განარჩევს სიცოცხლის ძირითად გამოვლინებებს, აგროვებს ინფორმაციას, სვამს კითხვებს და აღწერს ორგანიზმების გარემოზე დამოკიდებულებას, განსაკუთრებით წყალზე. ეს პროექტი ცხოვრებისეულ პრობლემებს და ღირებულებებს შეეხება. ქმნიან ჩანახატს წყალთან დაკავშირებით.მასწავლებლის დახმარებით ატარებენ მარტივ ცდებს წყალზე. ყველაფერი ეს დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ცოდნის გამოყენებაში.
პროექტის მიზნები:
მოწავლეები დაეუფლებიან კონკრეტულ ცოდნას წყლის გამოყენების შესახებ. რა მნიშვნელობა აქვს წყალს ცოცხალი ორგანიზმებისათვის? ატარებენ ცდებს აღმონაცენის ზრდაზე დასაკვირვებლად. გაიწაფებიან წყლის გამოყენებაში , ეროვნულ სასწავლო გეგმას და სტანდარტებს პასუხობს სასწავლო პროექტი: მოსწავლე განმარტავს გარემოს მნიშვნელობას ცოცხალი ორგანიზმებისათვის, ლოკალურ გარემოში იკვლევს ორგანიზმების საბინადროს, აღწერს მისი აგების თავისებურებებს და დანიშნულებას.
მონაწილეთა ასაკი:
მესამე კლასის მოსწავლეები–8 წლის.
ვადები/ხანგრძლივობა/ 1 თვის განმავლობაში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოიყვანენ მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, მოიძიებენ ინფორმაციას(ოჯახის უფროსი წევრებისაგან).მონაცემებს წარმოადგენენ წერილობით ან ნახატის სახით, გამოიყენებენ ილუსტრაციებს და მარტივად დაახასიათებენ წყალს.
მოიძიებენ საჭირო მასალას, ისარგებლებენ ბიბლიოთეკის წიგნებით–შესაძლებელია „საბავშვო ენციკლოპედია“,– „ბუნების სამყაროში“ და თვით სახელმძღვანელო, სადაც შერჩეული ტექსტები მნიშვნელოვნად შეესაბამება მონაწილეთა კითხვის უნარებს. პირველ რიგში მათ სჭირდებათ კონკრეტული წყაროების დასახელება და მითითება, თუ სად და როგორ მოიძიონ ისინი, რასაც უზრუნველყოფს მასწავლებელი. აუცილებელია ვიდეო მასალის გამოყენება და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
პროექტის მსვლელობა: კლასი დაიყოს ორ ჯგუფად, მასწავლებლის მიერ მიზნობრივი გადანაწილებით. ჯგუფებს აქვთ განსხვავებული გეგმები.ერთ ჯგუფი აკვირდება ხორბლის აღმოცენებას ბამბაზე, მეორე კი–მიწაზე. გაირკვევა რომ მეორე ჯგუფის მიერ გაკეთებული ცდა უფრო ხარიხიანი გამოდგება, გვიან აღმოცენდება მიწაზე,მაგრამ სამაგიეროდ დიდი ღერებით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ბუნება, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):შორენა გეგეშიძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:shgegeshidze@gimail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http/shgegeshidze blogspot.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http/shgegeshidze blogspot.com
No comments:
Post a Comment